დღევანდელი დღე დავიწყეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაციებით.პირველი გამომსვლელია ალექსანდრა ჭიპაშვილი მათემატიკის მასწავლებელი. მისი პროექტის გეგმაა გამოთვლები.გავითვალისწინებ მისი პროექტიდან აზრს.
მეორე გამომსვლელია მადონა ულუმბელაშვილი, მისი პროექტია "ომი და მისი შედეგები", კარგად აქვს აქტივობები გაწერილი.
მესამე გამომსვლელია შორენა ტაბატაძე, პროექტის თემაა "წამებულიდან წმინდანობამდე",პროექტის გეგმა სრულყოფილია.
მეოთხე გამომსვლელია ია ლომიძე მისი პროექტის თემაა"გენდერული თანასწორობა",რომელიც საკმაოდ აქტუალურია. მოსწავლეებში თემა დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.
მეხუთე გამომსვლელია ხათუნა გელაშვილი პროექტით "ჯაყოობა, ადამიანური ღირებულებების მტერი", ძალიან საინტერესო აქტივობები აქვს ჩამოთვლილი.
მეექვსე გამომსვლელია ნესტან გელაშვილი 'პოეზია უპირველეს ყოვლისა' მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებს პოეზია სხვა კუთხით დაანახოს.მომეწონა მასალების მოძიების ფორმები.
მეშვიდე გამომსვლელია ნინო გელაშვილი "როგორ ვესალმებით ერთმანეთს", საინტერესო მისალმების ფორმები აქვს პროექტში გამოყენებული, ერთმანეთს შეადარა გერმანული და ქართული მისალმება.
მერვე გამომსვლელია ფატი ნოზაძე , პროექტის თემით "როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერი რეალურ ცხოვრებაში" საინტერესოა, თუ როგორ გამოიყენებს მოსახლეობა თანამედროვე ტექნოლოგიებს.
მეცხრე გამომსვლელია ლელა სამხარაძე საინტერესო პროექტით "ფიქრები ლიტერატურაზე", კარგად აქვს პროცედურები ჩამოყალიბებული,
მეათე გამომსვლელია ლინა ჩინჩალაძე პროექტით "მუსიკა სამყაროში" , რომლითაც მოსწავლეებმა დაინახეს თუ რა როლი აქვს მუსიკას ცხოვრებაში.
შემდეგი გამომსვლელია დარეჯან ლომსაძე რომლის პროექტის თემაა "როგორ ავაღორძინოთ სოფელი", თემა აქტუალურია, რომელიც დღევანდელი სოფლის რეალობას შეესაბამება. შემდეგი გამომსვლელია თეა ტალახაძე პროექტით "თაობათა ურთიერთობები" ძალიან აქტუალურია, ასევე გავაკეთე მოხსენება თემაზე "ჩემი კუთხის ადათ- წესები", რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია.
Wednesday, September 10, 2014
Monday, September 8, 2014
პროექტის მეშვიდე დღე
დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო, მოვისმინეთ ერთმანეთის პროცედურები. გავეცანით პრეზენტაციას გარდნერის თეორიის შესახებ.შევქმენით პროექტის თვითშფასების ფორმა.პროექტის ხარაჩო, გარდნერის თეორიაზე დაყრდნობით მოვახდინეთ დიფერენცირება. პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ და დავდეთ ბლოგზე.ეს ყველაფერი გადავიტანეთ MY DRIVE-
Wednesday, September 3, 2014
პროექტის მეექვსე დღე
პროექტის მეექვსე დღე იყო საინტერესო,გავიხსენეთ წინარე ცოდნა, ერთმანეთის პრეზენტაციებს გავუკეთეთ კომენტარები , შევქმენით მოსწავლეთა პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, ვისწავლეთ page-ის შექმნა.ვისწავლეთ ორი ფანქრის ფუნქცია.
Tuesday, September 2, 2014
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო, გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესსახებ, შევქმენით ბიბლიოგრაფია. გავიხსენეთ წინა მასალა. შევქმენით სლაიდ შოუ. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში.გავაზიარეთ პრეზენტაციები my draiv-ზე.
Monday, September 1, 2014
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღე იყო საინტერესო, ვისწავლეთ შეფასების ხუთი მიზანი, შევარჩიეთ თითოეული მიზნისთვის შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები პროექტის სხვადასხვა ეტაპისთვის, შევქმენით ერთ-ერთი შეფასების სქემა.კერძოდ ვიცი-მინდა ვიცოდე-გავიგე პორტფოლიოს პრეზენტაცია. ჩავსვით შეფასების ფორმა ობიექტის სახით. ერთმანეთის ბლოგზე ვისწავლეთ კომენტარების დაწერა, ავტვირთეთ ეს ყველაფერი MY DRIVE
Subscribe to:
Posts (Atom)